06 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
დღეს ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი იმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება
ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი იმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრები ევროპიდან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც.
 
მთავარი თემა ღაზაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი იქნება. კაიროს სამშვიდობო სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს.
 
"როიტერის" ინფორმაციით, სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი, პალესტინის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალური მდივანი და არაბული სახელმწიფოს რამდენიმე ლიდერი დაესწრება. დამსწრეთა სიაში არ არიან ისრაელის, „ჰამასის“, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლები.
დღის ამბები