06 ოქტომბერი 2024,   20:55
ვრცლად
"ჰამასმა" აშშ-ის ორი მოქალაქე გაათავისუფლა

ისრაელისა და "ჰამასის“ შეიარაღებული დაპირისპირების მე-15 დღეს, კატარის შუამავლობით, მძევლების გათავისუფლებისთვის მოლაპარაკებას, პირველი შედეგი უკვე მოჰყვა.

"ჰამასმა" ორი ამერიკელი მოქალაქე გაათავისუფლა. 49 წლის ჯუდი და 19 წლის ნატალი რაანანები. "ჰამასმა" მათი "წითელი ჯვრისთვის" გადაცემის კადრები თავად გაავრცელა.

ტყვეები უკვე ესაუბრნენ ამერიკის პრეზიდენტს და მალე შტატებიც ჩაფრინდებიან. ყატარი აცხადებს, რომ ტყვეების დაბრუნება ტერორისტული დაჯგუფების კეთილი ნება იყო და სანაცვლოდ მათ არაფერი მიუღიათ.

დღის ამბები