06 ოქტომბერი 2024,   21:12
ვრცლად
ვერაფერი გაამართლებს "ჰამასის" ქმედებას, რომელმაც ისრაელის მოქალაქეები დაატერორა, მაგრამ პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯასაც არ აქვს გამართლება - ანტონიო გუტიერეში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, რომელიც გუშინ რაფაჰის საზღვართან იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ადგილზე საშინელი სურათი დახვდა.

როგორც გუტიერეში აცხადებს, ვერაფერი გაამართლებს "ჰამასის" ქმედებას, რომელმაც ისრაელის მოქალაქეები დაატერორა, მაგრამ პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯასაც არ აქვს გამართლება:

"გუშინ რაფაჰის საზღვართან ვიმყოფებოდი, სადაც რეალურ დროში ვადევნებდი თვალს ჰუმანიტარულ კატასტროფას. იქ მე პარადოქსი ვნახე - საჭმლითა და დახმარებით დატვირთული ათასობით მანქანა ერთ მხარეს, ცარიელი მუცლები კი, მეორე მხარეს. ბავშვები, დედები, ოჯახები - დახმარების მოლოდინში. 20 სატვირთო მანქანა იქ უკვე შევიდა და ეგვიპტის მადლობლები ვართ, მაგრამ ღაზას მოსახლეობას მეტი სჭირდება. მოდით, ნუ დავაიგნორებთ ამ ტრაგიკული მოვლენების ფართო სურათს - ხანგრძლივ კონფლიქტსა და 56-წლიან ოკუპაციას დასასრულის გარეშე. ვერაფერი გაამართლებს "ჰამასის" ქმედებას, რომელმაც ისრაელის მოქალაქეები დაატერორა, მაგრამ პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯასაც არ აქვს გამართლება. ჩვენი უახლოესი პერიოდის მიზანი უნდა იყოს: ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, ტყვეების უპირობო გათავისუფლება, ძალისხმევა ძალადობის დასასრულებლად - მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე,"- აცხადებს გუტიერეში.

 

დღის ამბები