06 ოქტომბერი 2024,   21:04
ვრცლად
სლოვენიის ხელისუფლებამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე პოლიცია განათავსა

სლოვენია უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ხელისუფლებამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე პოლიცია განათავსა. სლოვენიის მთავრობა გადაწყვეტილებას პოტენციური საფრთხის პრევენციით ხსნის.

პოლიციელები 14 სასაზღვრო პუნქტზე განთავსდნენ, ისინი დეტალურად ამოწმებენ ქვეყანაში შემავალ ყველა პირს.

ანალოგიური გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ იტალიამაც მიიღო.

დღის ამბები