06 ოქტომბერი 2024,   20:59
ვრცლად
"მივმართავ ყველა ქვეყანას, სად ხართ?! უნდა გესმოდეთ, ეს სიგიჟეა, ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ" - "ჰამასის" ტყვეობაში მყოფი ადამიანების ახლობლები მსოფლიოს დახმარებას სთხოვენ

ჰამასის ტყვეობაში 200-მდე ადამიანი რჩება. საუბარია 7 ოქტომბრის შემდეგ გატაცებულ ტყვეებზე. მათი ახლობლები ისრაელში საპროტესტო აქციებს მართავენ და ოჯახის წევრების და ახლობლების სახლში დაბრუნებაში მსოფლიოს დახმარებას სთხოვენ.

"მივმართავ ყველა ქვეყანას - სად ხართ?! უნდა გესმოდეთ! ეს სიგიჟეა, ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ და გვინდა, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები სახლში დაბრუნდნენ," - ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

 გატაცებულების ოჯახის წევრები საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. 

"ყველანაირი კონტაქტი დაკარგულია, არ არსებობს სიცოცხლის ნიშანი, არანაირი სიგნალი. უკვე ორი კვირაა.. ჩვენ აქ ვართ, მე აქ ვარ ყველა ამ ოჯახთან ერთად, ასობით მათგანთან ერთად, 200-ზე მეტი მძევალია და ჩვენ ყველანი აქ ვართ იმისთვის, რომ მივმართოთ მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაგვეხმარონ. ჩვენ ვითხოვთ მათ დაბრუნებას ახლავე," - ამბობს ერთ-ერთი მძევალის ახლობელი. 

დღის ამბები