06 ოქტომბერი 2024,   20:57
ვრცლად
"ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ შეიძლებოდა გატაცებულებში ყოფილიყო და ჩართული ვიყავით სრულად პროცესში" - ლაშა ჟვანია "ჰამასის" მიერ მოკლული ქართველი ებრაელი ქალის შესახებ

ისრაელში არსებულ ვითარებას, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ლაშა ჟვანიას თქმით, ვითარება კვლავ დაძაბულია, საელჩო კი საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა.

ელჩი, ისრაელში ნოვას ფესტივალზე დაკარგული ეთნიკურად ქართველი, თამარ გოლდბერგის მკვლელობის ფაქტსაც გამოეხმაურა. 

"მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, არ შეცვლილა რაიმე ფორმით ბოლო 12 დღის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ისრაელმა სრული კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე. მიმდინარეობს საბრძოლო ქმედებები ღაზას სექტორში და ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით ლიბანიდა, სადაც ისრაელის თავდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადებით, ჰეზბოლა ჩაერთო საომარ მოქმედებებში ისრაელთან, თუმცა ეს არ არის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, მიუხედავად ამისა, ლიბანის საზღვართან, საზღვრისპირა 5 კილომეტრის შიგნით დასახლებები იწმინდება, ხოლო ღაზას სექტორის გარშემო 7 კილომეტრიანი ზოლი არის, სადაც დასახლებები ევაკუირებულ უნდა იქნას.

ჩვენ პარასკევს მივიღეთ საღამოს სამწუხარო ცნობა თამი გოლდბერგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ შეატყობინა ოჯახს ამის შესახებ. ჩვენ ბოლომდე იმედი გვქონდა, რომ შეიძლებოდა გატაცებულებში ყოფილიყო და ჩართული ვიყავით სრულად პროცესში," - ამბობს ლაშა ჟვანია.

 

 

 

დღის ამბები