06 ოქტომბერი 2024,   20:37
ვრცლად
Al Jazeera - გასული ღამე ღაზისთვის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, დაახლოებით 400 ადამიანი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ გასულ ღამეს, ავიაიერიშების მსხვერპლთა რაოდენობამ 60-მდე მიაღწია, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

პალესტინის ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ, 7 ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვმა 4 600-ს გადააჭარბა.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღამით თავს დაესხა ღაზის სექტორში მდებარე 320-ზე მეტ სამხედრო ობიექტს და გაანადგურა ის ადგილები, რომელთაც ისრაელის სამხედრო ძალებისთვის საფრთხის მოტანა შეეძლო.

დღის ამბები