06 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
"გთავაზობთ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა "ჰამასის" წინააღმდეგაც იბრძოლოს, ტერორიზმი საერთო მტერია" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც ისრაელში ჩავიდა, მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა და გამოთქვა ინიციატივა, რომ კოალიციურმა ძალებმა "ჰამასის" წინააღმდეგ იბრძოლონ.

"გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, "ჰამასის" წინააღმდეგაც იბრძოლოს. საფრანგეთი, რომელიც მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და სირიაში, მზადაა "ჰამასის" წინააღმდეგაც იბრძოლოს. ტერორიზმი საფრანგეთისა და ისრაელის საერთო მტერია," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ემანუელ მაკრონი, რომელიც ისრაელში ჩავიდა, პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

დღის ამბები