06 ოქტომბერი 2024,   20:52
ვრცლად
კრემლი - ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საცხოვრებელ უბნებზე, რელიგიურ და საზოგადოებრივ დაწესებულებებზე დარტყმა მიუღებელია

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.

„სატელეფონო საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში არსებული მწვავე კრიზისი განიხილეს. ღრმა შეშფოთება გამოითქვა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მზარდი რაოდენობის, ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის კატასტროფული გაუარესების გამო და ხაზგასმით აღინიშნა, რომ საცხოვრებელ უბნებზე, რელიგიურ და საზოგადოებრივ დაწესებულებებზე დარტყმა მიუღებელია“, - აღნიშნულია კრემლის რელიზში. 

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოში გატარებული ძალისხმევა, ისევე როგორც თურქეთის მიერ გადადგმული პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველსაყოფად“.

დღის ამბები