06 ოქტომბერი 2024,   20:58
ვრცლად
დღე-ღამეში, ღაზის სექტორში 700-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რაც, ომის დაწყების შემდეგ, 24 საათში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

„24 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორში, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 704 პალესტინელი დაიღუპა“, - ამის შესახებ Al Jazeera ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობისთ წერს.

ამავე უწყების ცნობით, ეს, 7 ოქტომბრის შემდეგ, დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც 24 საათის განმავლობაში აღურიცხავთ.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ, „ისრაელის თავდასხმის შედეგად, უკვე, სულ მცირე, 5,791 პალესტინელია დაღუპული, მათ შორის 2,360 ბავშვია“.

დღის ამბები