06 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენმდივანზე - რცხვენოდეს! მე მას არ შევხვდები! 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომების დრო აღარაა, ჰამასი ამ პლანეტიდან უნდა ამოიშალოს!

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი აცხადებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს არ შეხვდება, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

„გაეროს გენერალურ მდივანს არ შევხვდები. 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომის დრო აღარაა. „ჰამასი“ ამ პლანეტიდან უნდა ამოიშალოს!" - დაწერა კოენმა სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ, გუტიერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა დაგმო.

 

დღის ამბები