06 ოქტომბერი 2024,   21:12
ვრცლად
ექსპერტებმა უნდა თქვან, რამდენად მდგრადია ვაზისუბანში მდებარე ის კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა - ორი დაშავებული საავადმყოფოში რჩება
მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნით, ექსპერტებმა უნდა თქვან, რამდენად მდგრადია ვაზისუბანში მდებარე ის კორპუსი, რომელშიც, სამი დღის წინ, აფეთქება მოხდა.
 
ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება ორი დაშავებული. კიდევ ერთი დაზარალებული, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში შეყვანის დროს კრიტიკული იყო, გუშინ გარდაიცვალა.
 
აფეთქების მიზეზად ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება. დროებით საცხოვრებელშია გადაყვანილი კორპუსის მობინადრეთა ნაწილი.
დღის ამბები