06 ოქტომბერი 2024,   20:45
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მყოფ გაეროს წარმომადგენლებს - საწვავი „ჰამასს“ სთხოვეთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) სოციალურ ქსელში უპასუხა.

თავდაცვის ძალებმა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტო, ტექსტით: „საწვავის ეს ავზები ღაზაშია. მათში 500 000 ლიტრზე მეტი საწვავია. სთხოვეთ „ჰამასს“, თუ მოგცემთ“.

იქამდე, გაეროს სააგენტოში, რომელიც, ღაზის სექტორში, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარება, განაცხადეს, რომ, თუ საწვავს არ მიიღებენ, ოპერაციების შეჩერება მოუწევთ.

დღის ამბები