06 ოქტომბერი 2024,   21:11
ვრცლად
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბათუმში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე, ბათუმში, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეკრებილებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები განუმარტა.

ითქვა, რომ კანონის ამოქმედებიდან დღემდე სამუშაო სივრცეში გარდაცვალების მაჩვენებელი 41%-ით არის შემცირებული, კლების ტენდენციაა უბედური შემთხვევების მიმართულებითაც.

საუბარი შეეხო დასაქმებისა და გადამზადების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსაც.

დღის ამბები