06 ოქტომბერი 2024,   20:54
ვრცლად
ხობში ქალაქის დღესასწაული აღნიშნეს

ხობში ქალაქის დღესასწაული აღნიშნეს. მოეწყო ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასი და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

გაიმართა ხობის საპატიო მოქალაქეთა, ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია.

დღე კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, პროექტ „რანინას“ ბავშვები და ჯგუფი „რეგიონი“ მონაწილეობდნენ. 

დღის ამბები