06 ოქტომბერი 2024,   21:15
ვრცლად
პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს "ჰამასის" შემზარავ თავდასხმებს და ეს საშინელი თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას - ანტონიო გუტიერეში

ომის მე-19 დღე ახლო აღმოსავლეთში. ინტენსიურად გრძელდება ღაზას დაბომბვები. „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მსხვერპლი 5 ათას 800-მდეა გაზრდილი. ღაზაში საწვავის დეფიციტია. გაეროს მონაცემებით, თუკი ტერიტორიაზე საწვავი არ შევა, მინიმუმ 6 საავადმყოფო იძულებული გახდება, დაიხუროს.

ღაზაში კლინიკების მესამედი უკვე ვეღარ ფუნქციონირებს. ისრაელის სამხედროები კი სექტორში საწვავის შეტანაზე უარს ამბობენ, იმ მიზეზით, რომ მას ჰამასი გამოიყენებს. ცახალმა მოიერიშე თვითმფრინავებით საპასუხო იერიში მიიტანა სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, მიმდინარე მოვლენებზე გაეროს უშიშროების საბჭო გაიმართა, სადაც, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია აღიარება იმისა, რომ "ჰამასის" თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა.

"მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ "ჰამასის" თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება. მათი ეკონომიკა დაიხრჩო, მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა. პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს ჰამასის შემზარავ თავდასხმებს და ეს საშინელი თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას," - აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

 

დღის ამბები