06 ოქტომბერი 2024,   20:54
ვრცლად
"ვფიქრობ, რომ გაერო-ს გენმდივანი უნდა გადადგეს - თუ ის სასწრაფოდ არ მოიხდის ბოდიშს და ამ შენობაში დარჩება, თავად ამ შენობის არსებობას არანაირი გამართლება არ ექნება" - ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებამ ისრაელის აღშფოთება გამოიწვია.

ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, გილად ერდანმა, მისი გადადგომა მოითხოვა.

"გაერო შეიქმნა იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს სხვადასხვა სახის სისასტიკე. ისეთი ბარბაროსული სისასტიკე, რომელიც ჰამასმა ჩაიდინა. მაგრამ გაერო მარცხდება. თქვენ კი, ბატონო გენერალურო მდივანო, დაკარგეთ ყოველგვარი მორალი და მიუკერძოებლობა, რადგან როცა ამბობთ საშინელ სიტყვებს, რომ ეს საზიზღარი თავდასხმები ვაკუუმში არ მომხდარა, თქვენ ტოლერანტული ხართ ტერორიზმის მიმართ. შეწყნარებით კი, თქვენ ამართლებთ ტერორიზმს. მე ვფიქრობ, რომ გენერალური მდივანი უნდა გადადგეს. თუ ის სასწრაფოდ არ მოიხდის ბოდიშს და ამ შენობაში დარჩება, მაშინ თავად ამ შენობის არსებობას არანაირი გამართლება არ ექნება," – განაცხადა გილად ერდანმა. 

იქამდე, ანტონიო გუტიერეშმა თქვა"მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ "ჰამასის" თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება. მათი ეკონომიკა დაიხრჩო, მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა. პალესტინელი ხალხის წყენა ვერ გაამართლებს ჰამასის შემზარავ თავდასხმებს და ეს საშინელი თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის კოლექტიურ დასჯას“. 

დღის ამბები