06 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
ჩვენ გავალთ ველზე და გავანადგურებთ „ჰამასს“ - სხვა შემთხვევაში, აქ ვერ ვიარსებებთ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ჰერზი ჰალევი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის სახმელეთო ოპერაციებისთვის. მისი თქმით, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგი ეტაპის ფორმებთან და ვადებთან დაკავშირებით.

"ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის სახმელეთო ოპერაციებისთვის და, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგი ეტაპის ფორმებთან და ვადებთან დაკავშირებით. ჩვენ ვაწარმოებთ ომს. ამ ეტაპზე, არის ტაქტიკური და სტრატეგიული ფაქტორები, რომლებიც მეტ დროს გვაძლევს უკეთესი შედეგისთვის. ისარგებლეთ ყოველი წუთით, რათა კიდევ უფრო მომზადებულები იყოთ," - ამბობს ჰერზი ჰალევი.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოვალ გალანტი ამბობს, რომ ომი ჯერ ახლა დაიწყო.

"ომი ჯერ ახლა დაიწყო. სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ მოგვიწევს ფასის გადახდა. მზად იყავით, ისე, როგორც საჭიროა. მოემზადეთ მენტალურად, ფიზიკურად და აღჭურვილობით. ჩვენ გავალთ ველზე და გავანადგურებთ „ჰამასს“. ასეთი მოცემულობაა - სხვა შემთხვევაში, აქ ვერ ვიარსებებთ," - ამბობს იოვალ გალანტი.

ღაზის დაბომბვა ინტენსიურად გრძელდება. ჰამასის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მსხვერპლი 5 800-მდეა გაზრდილი. ღაზაში საწვავის დეფიციტია. გაერო-ს მონაცემებით, თუკი ტერიტორიაზე საწვავი არ შევა, მინიმუმ 6 საავადმყოფო იძულებული გახდება, დაიხუროს. ღაზაში კლინიკების მესამედი უკვე ვეღარ ფუნქციონირებს. ისრაელის სამხედროები კი სექტორში საწვავის შეტანაზე უარს ამბობენ, იმ მიზეზით, რომ მას „ჰამასი“ გამოიყენებს. ცახალმა მოიერიშე თვითმფრინავებით საპასუხო იერიში მიიტანა სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე. 

დღის ამბები