06 ოქტომბერი 2024,   21:14
ვრცლად
მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - ირაკლი ღარიბაშვილი "გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა

40 ლიდერი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და პარტნიორი სახელმწიფოები, ევროპის ფინანსური ინსტიტუტები: საინვესტიციო ბანკი და იბიარდი. "გლობალური კარიბჭის ფორუმი“ ბრიუსელში 300 მილიარდი ევროს მობილიზაციას ცდილობს.

2023 წლის 90 ფლაგმან პროექტში, შავ ზღვაში გასადები ელექტრო და ციფრული კაბელებია, რომლითაც კავკასია საქართველოს გავლით ევროპას დაუკავშირდება.

ფორუმის ფარგლებში, დღეს უკვე შედგა პანელი სახელწოდებით სატრანზიტო დერეფნები, რომლის მთავარი მომხსენებელიც ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - ეს ყველაფერი საფუძველს ქმნის, რომ საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ამ ყველაფერზე დღეს ბრიუსელში ვრცლად ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმაც.
ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ოპტიმიზმით ელოდება ცნობას საქართველოს ევროკავშირში მიპატიჟების შესახებ. მას იმედი აქვს, რომ ბრიუსელი გაითვალისწინებს იმ პროგრესს, რომელიც თბილისმა 12 დავალების შესრულებაში აჩვენა და ასევე გაითვალისწინებს უკრაინისა და მოლდოვას პრეცედენტს.

დღის ამბები