06 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
„ჰამასმა“ 7000-ზე მეტი ადამიანის სახელი და გვარი გამოაქვეყნა - ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველა მათგანი ისრაელის საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა

გამოქვეყნდა 212 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც, „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ ადამიანთა ვინაობებს ასახავს, ვინც, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC წერს.

დოკუმენტი 7 028 ადამიანის სახელსა და გვარს აერთიანებს. უწყების ცნობით, დაღუპულთაგან 2 665 ბავშვია.

BBC სიის გამოქვეყნებას აშშ-ის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას უკავშირებს. 25 ოქტომბერს, ჯო ბაიდენმა ეჭვი შეიტანა ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ მონაცემებში, რომლებიც, უწყების ცნობით, ომის მსხვერპლთა რაოდენობას ასახავს.
დღის ამბები