06 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
არახამია აანონსებს კანონპროექტს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციებმა თავიანთი დონორების შესახებ ინფორმაცია უნდა წარადგინონ

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ლობირების შესახებ კანონპროექტის წარდგენას აანონსებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დავით არახამიას Facebook-პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენ ვხსნით ახალ დონეს - კანონს ლობირების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყველა შესაბამისმა ორგანიზაციამ და პირმა უნდა წარადგინოს მონაცემები თავისი დონორებისა და თანხების შესახებ კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოში", - აღნიშნავს დავით არახამია.

დღის ამბები