06 ოქტომბერი 2024,   20:46
ვრცლად
ევროკავშირი, ღაზის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად, მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ "უკიდურესად არიან შეშფოთებულები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო", - ამის შესახებ BBC წერს.

ლიდერები ხაზს უსვამენ საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის აუცილებლობას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპული საბჭო „კვლავ უმკაცრესად გმობს „ჰამასის“ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით“.

ამასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები უკიდურეს სისასტიკეს უწოდებენ „ჰამასის“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებას.

დღის ამბები