06 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
მოლდოვას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება დნესტრისპირეთის გარეშე - მაია სანდუ

მოლდოვას შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება დნესტრისპირეთის გარეშე,- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლება აპირებს ევროკავშირის მონაწილეობით დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაწყვეტას.

"მოლდოვას იდეალური გზა არის მთლიანად ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროც. თუ ეს ამა თუ იმ მიზეზით არ მოხდება ან შეუძლებელი იქნება, არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომლითაც ის ჯერ ევროკავშირში ინტეგრირდება მარჯვენა სანაპიროზე, შემდეგ მარცხენა სანაპიროზე," - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

დღის ამბები