06 ოქტომბერი 2024,   20:44
ვრცლად
ლუისტონში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იპოვეს

40 წლის რობერტ ქარდი, რომელიც 18 ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ BBC სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.

მეინის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისრის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ქარდი თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით, თავის მიერვე მიყენებული ჭრილობითაა გარდაცვლილი.

რობერტ ქარდის ცხედარი ლუისტონში, იმავე ქალაქში იპოვეს, სადაც მასობრივი მკვლელობა მოხდა.

ქარდი აშშ-ის არმიის რეზერვში ირიცხებოდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი იყო. 

შემთხვევამდე ორი კვირით ადრე, რობერტ ქარდი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კლინიკაში იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს, ბოლო პერიოდში, ხმები ესმოდა და საწვრთნელ ბაზებზე ცეცხლის გახსნითაც იმუქრებოდა.

მასობრივი მკვლელობის შემდეგ, ქალაქ ლუისტონსა და მის შემოგარენში სკოლები და ოფისები დაიხურა. ჩაიკეტა მეინის შტატის ქალაქები, ახლომდებარე შტატებმა კი გაფრთხილებები მიიღეს.

დღის ამბები