06 ოქტომბერი 2024,   20:47
ვრცლად
სუს-ს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ეწვივნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა კოლეჯის მსმენელებს უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და უწყების პრიორიტეტები გააცნეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება, კონტრტერორისტული, კონტრდაზვერვითი და ანტიკორუფციული მიმართულებით უწყების მიერ გაწეული საქმიანობა.

შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მსმენელების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

დღის ამბები