06 ოქტომბერი 2024,   21:17
ვრცლად
„ვამაყობთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა გააძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას“ - აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლესლი ბეარმან ლაჰმიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი გაზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას.

ლესლი ბეარმან ლაჰმიმ ეს განცხადება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიმყოფებოდე აქ - ხევი-შორაპნის სექციის რიკოთის უღელტეხილზე, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ეტაპს მთელ პროექტში. მინდა მივულოცო მთავრობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსაკუთრებით - სხვადასხვა დეპარტამენტს აღნიშნული ეტაპის გავლა. ჩვენ ვამაყობთ ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობასთან თანამშრომლობით - ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილები. ჩვენ ვამბობთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა ამ გზის აღმოსავლეთ-დასავლეთ კონტექსტს.

ამ გზის მნიშვნელობისთვის, რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ - 60% მოსახლეობისა ცხოვრობს 20 კილომეტრზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის ტრანზიტის 60% , 25 % საერთაშორისო გზებისა საქართველოში. ADB-მ 800 მილიონის ინვესტიცია ჩადო 2009 წლიდან და ეს გახლავთ ქობულეთის შემოვლითი გზა, რომელმაც მოგვცა საშუალება თავიდან აგვეცილებინა საცობები, ბათუმის შემოვლითი გზა, რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა მძიმე სატვირთო მანქანები შემოვლით გზაზე. ხევი-უბისაში 35 ხიდია და 20 გვირაბი. შორაპანი-არგვეთა, რომელიც ძალიან კარგად მიდის წინ და დასრულდება შემდეგ თვეებში. როგორც მოვისმინეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი შუა დერეფნის მნიშვნელობას გაზრდის და ჩვენ ამას ვაღიარებთ და გვინდა ვანახოთ ეს სატრანსფორმაციო პროექტები ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება შემდეგ წელს." - ამბობს ლესლი ბეარმან ლაჰმი.

დღის ამბები