06 ოქტომბერი 2024,   21:13
ვრცლად
ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მსახიობის, ხელოვნების უბადლო ოსტატის - თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.

თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. იგი ხასიათდებოდა ღირსეული პიროვნული თვისებებით, რის გამოც მაყურებელი მას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენებს.

თენგიზ არჩვაძე იმ პლეადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში.

ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს," - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები