06 ოქტომბერი 2024,   21:01
ვრცლად
„ქართული ოცნება“ - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო, მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში

„ქართული ოცნება“, მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გამოჩენილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო. მან წარუშლელი კვალი დატოვა ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში. ვუსამძიმრებთ თენგიზ არჩვაძის ოჯახს, მის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ სამძიმრის წერილში.

მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. 

„თენგიზ არჩვაძე ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. იგი ხასიათდებოდა ღირსეული პიროვნული თვისებებით, რის გამოც მაყურებელი მას ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი გაიხსენებს. თენგიზ არჩვაძე იმ პლეადის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, თანაგრძნობას ვუცხადებ მთელ საქართველოს“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე.

„ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, თენგიზ არჩვაძე გამოაკლდა ჩვენს რიგებს. მის სახელს 100-ზე მეტი როლი უკავშირდება. იგი არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელია. თავად თვლიდა, რომ მსახიობისთვის მთავარი თეატრია, თუმცა მაყურებელმა მისი კინოგმირები მთელი გულით შეიყვარა. თენგიზ არჩვაძემ სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი, როგორც ქართული კინოსა და თეატრის ისტორიაში, ისე მაყურებლის გულში. ვიზიარებ თენგიზ არჩვაძის ოჯახის, ქართული კინოსა და თეატრალური საზოგადოების, მთელი საქართველოს დიდ გულისტკივილს!“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები