06 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
შეტევა ახალი მანევრით - სახმელეთო ძალები და ჯავშანტექნიკა, რომელიც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდა, ამ დრომდე ადგილზე რჩება

შეტევა ახალი მანევრით - სახმელეთო ძალები და ჯავშანტექნიკა, რომელიც ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდა, ამ დრომდე ადგილზე რჩება.  

ღაზის სექტორში აფეთქებების ხმა ისმის. "ჰამასი" წინააღმდეგობის გასაწევად მზაობას ადასტურებს, თუმცა ისრაელი საკუთარ ანგარიშზე კიდევ ერთ ლიკვიდირებულ ტერორისტ მეთაურს აცხადებს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ღაზას სექტორში ბოლო 24 საათიანი სახმელეთო სპეცოპერაცია დაპირებული ფართომასშტაბიანი სამხედრო სახმელეთო ოპერაცია არ არის, თუმცა ეს ის პირველი ნაბიჯია, რომლითაც ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას იწყებს.

გაეროს გენერალური ასამბლეის მოწოდებას, შეწყდეს ცეცხლი, ისრაელი ემიჯნება და პირობას დებს, რომ ტერორისტული დაჯგუფების განადგურების გეგმას სისრულეში მოიყვანს. ომის 22-ე დღეს ღაზის სექტორში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირ არის.

პარალელურად, ტერორისტულმა დაჯგუფებამ რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა თელ-ავივზე და მის შემოგარენ დასახლებებზე განახორციელა. რკინის გუმბათმა ყველა რაკეტის განადგურება ვერ შეძლო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არიან დაშავებულები. 

გარდა ამისა, დღეს ისრაელის ცენტრში მძევლების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მთავრობას მათი გათავისუფლება მოსთხოვეს. აქცია თელ-ავივში ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე 

 

 

დღის ამბები