06 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
რესპუბლიკის მოედანზე რეტრო ავტომობილების გამოფენა მოეწყო

რესპუბლიკის მოედანზე რეტრო ავტომობილების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებელი გასული საუკუნის სხვადასხვა მარკის მანქანებს ნახავს. გამოფენის ორგანიზატორი, დეპუტატი არჩილ თალაკვაძეა. გამოფენაზე 150 დასახელების უნიკალური მოდელია წარმოდგენილი. კლასიკური ავტომობილების შოუს დათვალიერება მოქალაქეებს დღის ბოლომდე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კლასიკური ავტომობილების შესახებ ახალი კანონმდებლობა მიიღო. ახალი კანონმდებლობით, კლასიკური ავტომობილები (40+ ასაკის) ცალკე კატეგორიად განისაზღვრა; გარდა ამისა, კანონი კლასიკურ ავტომობილებზე შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებასაც ითვალისწინებს. კერძოდ, კლასიკური ავტომობილის განბაჟებისას აქციზის გადასახადი 1 სმ3 -ზე 2.4 ლარის ნაცვლად, 1 სმ3-ზე 1 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ამასთან, ახალი კანონმდებლობით, დარეგულირდა კლასიკური ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებული ზღვრული გამონაბოლქვის საკითხი.

 

 

დღის ამბები