06 ოქტომბერი 2024,   20:49
ვრცლად
ისრაელმა თურქეთიდან ელჩები გაიწვია

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოანმა ღაზაში, ისრაელის სამხედრო კამპანია დაგმო და ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა სოციალურ ქსელში დაწერა:"თურქეთიდან გავრცელებული მძიმე განცხადებების გათვალისწინებით, გავეცი იქ დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება, იმისათვის, რომ გადაიხედოს კავშირები ისრაელსა და თურქეთს შორის".

ერდოღანმა სტამბოლში, პალესტინელთა მხარდასაჭერ აქციაზე გამოსვლისას თქვა, რომ მისი ქვეყანა ემზადება ისრაელის "ომის დამნაშავედ" გამოსაცხადებლად, ღაზაში მისი ნაბიჯების გამო.

დღის ამბები