06 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
„ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ან რაიმე გეგმები, ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ, წერტილი!“ - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

ჰააგის სასამართლო აქტიურად იძიებს ახლო აღმოსავლეთის ომის სავარაუდო დანაშაულებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებით, ის ყველა შესაბამის მტკიცებულებას შეისწავლის.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონს არ აქვს არანაირი განზრახვა, ამერიკული ჯარი ისრაელში ან ღაზაში, ფართო რეგიონული კონფლიქტის ფონზე, გაგზავნოს. კამალა ჰარისმა ამის შესახებ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ან რაიმე გეგმები, ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ, წერტილი! მინიმუმ 1 400 ისრაელელი დაიღუპა. ისრაელს, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.

როგორც ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს "ჰამასისა" და პალესტინელების გაიგივება. პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხოების თანაბარ ზომებს, თვითგამორკვევასა და ღირსებას, და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ომის წესების დაცვა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა მოხდეს," - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.

 

დღის ამბები