06 ოქტომბერი 2024,   21:19
ვრცლად
შეიქმნა ახალი ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც ავიაბილეთის შეძენის პროცესს ამარტივებს

მოგზაურობა ყველასთვის დაუვიწყარ ემოციებთან და შთაბეჭდილებებთან ასოცირდება. თუმცა, ავიაბილეთებთან დაკავშირებულმა მღელვარებამ ადამიანი, შესაძლოა, სამოგზაურო დისკომფორტამდე მიიყვანოს. თარიღები, დრო, ფასები, მოგზაურობის კლასი, ავიაკომპანია, აეროპორტი - ეს ის დეტალებია, რომელიც ბილეთის შეძენისას გასათვალისწინებელია.

www.flygasa.ge - სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც ძიების პროცესს გაგიადვილებთ, ხოლო 24 საათიანი ცხელი ხაზი ნებისმიერი საკითხის სწრაფად გადაჭრაში დაგეხმარებათ.

პლატფორმის გამოყენება ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. რამდენიმე წამში, შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის მიღება და ავიაბილეთების შეძენა.

საიტის იდეა და ძირითადი ბენეფიტები

პლატფორმა არაერთ მნიშვნელოვან სარგებელს აძლევს მომხმარებელს. მთავარი კი, რაც საიტზე შესვლისას, თვალში მოგხვდებათ, ეს სიმარტივეა.

გიორგი შენგელია, სს „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (GASA) გენერალური დირექტორი: „ სს „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსმა“ (GASA), ავიაბილეთების შეძენის პროცესების გამარტივების მიზნით, შექმნა ახალი ქართული პლატფორმა www.flygasa.ge. აღნიშნული პლატფორმით, ჩვენი მიზანია, ავიაბილეთების შეძენის პროცესები გავხადოთ უფრო ეფექტური და ნებისმიერ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, თავადაც გაეცნონ ფრენების შესახებ სასურველ ინფორმაციას, დაჯავშნონ და შეიძინონ ავიაბილეთები ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

რაც შეეხება საიტის ძირითად სარგებელს, flygasa.ge -ზე იყიდება მხოლოდ ავიაბილეთები. ვებგვერდი სრულიად ციფრულია და აერთიანებს ინფორმაციას „პეგასუსის“ ავიახაზების, „ეარ არაბიას“, „ფლაი არენას“ ავიაბილეთების შესახებ, რაც  შეძენის პროცესს კიდევ უფრო მარტივს და მოქნილს ხდის. რაც მთავარია,  ანგარიშსწორება ხდება ლარში.

პლატფორმის ინტერფეისი მარტივი და მოსახერხებელია, არ არის გადატვირთული ფოტომასალით და რეკლამით, მოქნილი საძიებო სისტემა კი გვაძლევს შესაძლებლობას ღილაკის ერთი დაჭერით მივიღოთ სასურველი ფრენის შესახებ ინფორმაცია.

ეს არის საიტის პირველი ვერსია, მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება, თუმცა ჩვენს მთავარ ბენეფიტს - „სიმარტივეს“ ყოველთვის შევინარჩუნებთ“.


ავიაბილეთის შეძენის პროცესი

პირველ რიგში, მომხმარებელმა უნდა აირჩიოს, რა ტიპის ბილეთის ყიდვა უნდა. შემდეგ უნდა მონიშნოს, რომელი ქალაქიდან სურს გამგზავრება და სად გეგმავს ჩაფრენას, უნდა აირჩიოს ფრენისთვის სასურველი პერიოდი და მგზავრების რაოდენობა. საძიებო ღილაკზე თითის დაჭერით კი ვებგვერდი სხვადასხვა კომპანიის ავიაბილეთებს შემოგთავაზებთ. შედეგი დალაგებულია ლოგიკურად და  ფასების ზრდადობის მიხედვით.

შესაბამისად, მომხმარებელი დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებს ბილეთის გამოწერას.

სამომავლო გეგმები

პლატფორმის მთავარი მიზანია, მომხმარებელს გაუმარტივდეს მოგზაურობასთან  დაკავშირებულ უსიამოვნო და დამღლელი პროცესები.

ირაკლი ჯაბნიაშვილი, სს „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (GASA) დირექტორი: „მოგეხსენებათ ტურიზმი და სამოგზაურო ბიზნესი სწრაფად იცვლება. კონკურენტული ბიზნესს გარემო კი დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ჩვენც ვცდილობთ არ მოვდუნდეთ. მაქსიმალურად ვუწყობთ ფეხს გამოწვევებს და ვფიქრობთ ინოვაციებზე. მომავალში ვგეგმავთ, შევქმნათ Flygasa-ს იდენტური პლატფორმა, სადაც მომხმარებელი შეძლებს კომბინირებული ტურების დაგეგმვას და შეძენას.

ჩვენი მიზანია მოვემსახუროთ, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს და მოვიპოვოთ მათი ნდობა,  მუდმივად საუკეთესო სერვისის, ფასების და მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებით“.


ცნობისთვის, სს „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (GASA) ისტორია 2010 წელს დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული, GASA დიდი პასუხისმგებლობითა და გამორჩეული პროფესიონალიზმით ემსახურება მგზავრებს.

www.flygasa.ge  დაგეხმარებათ დაემშვიდობოთ მოგზაურობასთან  დაკავშირებულ შრომატევად პროცესებს.

 

 

(R)

დღის ამბები