06 ოქტომბერი 2024,   20:51
ვრცლად
ღაზაში, ლტოლვილთა ბანაკში, აფეთქება მოხდა - დაღუპულია, სულ მცირე, 50 ადამიანი

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ჯებალიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში აფეთქება მოხდა. როგორც BBC, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, სულ მცირე, 50 ადამიანია დაღუპული.

სააგენტო Reuters-მა გაავრცელა შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები, რომლებზეც მიწასთან გასწორებული შენობები ჩანს.

ჯებალიას ლტოლვილთა ბანაკი, ღაზის სექტორში მდებარე 8 ბანაკს შორის, ყველაზე დიდია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2023 წლის ივლისის მონაცემებით, ბანკში 116 ათასზე მეტი პალესტინელი ლტოლვილია რეგისტრირებული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ლტოლვილებმა დასახლება 1948 წლის ომის შემდეგ დაიწყეს. „ეს არის პატარა, მაგრამ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია, რომელიც 1.4 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და, ძირითადად, საცხოვრებელი კორპუსებისგან შედგება“, - წერს BBC.

ჯებალიას ტერიტორიაზე 26 სკოლა ფუნქციონირებს, აქვეა სურსათის განაწილების ცენტრი, ჯანმრთელობის ორი ცენტრი, ბიბლიოთეკა და წყალმომარაგების 7 ობიექტი.

დღის ამბები