06 ოქტომბერი 2024,   21:00
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში, ლტოლვილთა უდიდეს ბანაკზე იერიშს ადასტურებს - უწყებაში ამბობენ, რომ მოკლეს „ჰამასის“ ლიდერი, რომელიც თავს ბანაკს აფარებდა

ისრაელის არმიის წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ჰეხტი, CNN-თან, ადასტურებს, რომ ღაზის უდიდეს ბანაკზე იერიში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიტანა.

მისივე თქმით, იერიშის სამიზნე „ჰამასის“ მეთაური იყო, რომელიც თავს ლტოლვილთა ბანაკს აფარებდა. „როგორც წესი, ისინი ასე იქცევიან - მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალებიან“, - ამბობს ისრაელის არმიის წარმომადგენელი.

CNN-ის ჟურნალისტმა, ვოლფ ბლიცერმა, ჰეხტს, ბანაკის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის არსებობის შესახებ შეახსენა, რის პასუხადაც, ისრაელის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა: „ესაა ომის ტრაგედია, ვოლფ“.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, იერიშის შედეგად, მოკლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ჯებალიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში, აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 50 ადამიანი.

დღის ამბები