06 ოქტომბერი 2024,   21:00
ვრცლად
აშშ-ში ისლამოფობიით მოტივირებულმა ინციდენტებმა იმატა - CAIR

აშშ-ში მუსლიმების უფლებების დამცველ უდიდეს ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ, შტატებში მუსლიმებზე თავდასხმის, მათი დაშინებისა და შევიწროების შემთხვევებმა იმატა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭომ (CAIR) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 7 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, 774 საჩივარი მიიღეს, მაშინ, როცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საბჭოში დაახლოებით 225 საჩივარი შევიდა.

საბჭოში ასევე აცხადებენ, რომ, რამდენიმე კომპანიაში, ხელმძღვანელები, პალესტინის მხარდაჭერის გამო, თანამშრომლებს გათავისუფლებით დაემუქრნენ.

დღის ამბები