16 სექტემბერი 2024,   22:49
ვრცლად
„ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატებს "პატარა კაცებს“ ეძახის - ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? - ბოდიში გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ?“ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პარლამენტში, 31 ოქტომბერს მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ, უზრდელობისა და უწმაწურობისთვის, დღემდე, არცერთ ოპოზიციონერს არ მოუხდია ბოდიში. კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს ერთი სტანდარტი - ზრდილობის ნორმები უნდა იყოს დაცული, სადაც ვინმეს ექნება გადახვევა, იქ შესაბამისი რეაგირება მოხდება.

"გენდერზე როცაა საუბარი, ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატებს "პატარა კაცებს", რომ ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? ბოდიში გახსოვთ თქვენ თეონა აქუბარდიასგან რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ ზრდილობა, სად არის აქ ეთიკა...

რაც შეეხება ჩვენს სტანდარტებს, ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტები - სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება, იქ არ გვიჭირს ხოლმე ჩვენ და არც ირაკლი ბერაიას არ გაუჭირდა საკუთარი სინანულის გამოხატვა, მაგრამ თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ამ ოპოზიციონერი დეპუტატებისგან, იმის გამო, რომ ისინი არღვევდნენ ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის ნორმებს. ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი - ზრდილობის ნორმები უნდა იყოს დაცული, სადაც ვინმეს გვექნება გადახვევა, იქ შესაბამისი რეაგირება გვექნება, მაგრამ არცერთი რეაგირება არ გვახსოვს ჩვენ არც აქუბარდიას მხრიდან, არც სამნიძისგან. არცერთ ოპოზიციონერს არასდროს ბოდიში არ მოუხდია არცერთი უზრდელობისა და უწმაწურობისთვის, როგორც შეიძლება ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან, ისინი ახდენენ მათ შორის გენდერული კვოტების დისკრედიტაციას, რაც ჩვენ შემოვიღეთ... როცა ვუყურებთ ამ დეპუტატებს, პირდაპირ აშკარად ხდება ამ კვოტების დისკრედიტაცია. ეს საშინელებაა, ეს არის უბედურება", - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები