18 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ახლა ერთიანობის დროა, რათა შესრულდეს ყველა დათქმა და საქართველო გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე - მიხეილ დაუშვილი

ბრიუსელში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია მიღებული რეკომენდაციების შესრულება იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ახლა ერთიანობის დროა, რათა შესრულდეს ყველა დათქმა და საქართველო გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე.

"ამ გამარჯვებისთვის მადლობა ვისაც უნდა ვუთხრათ, ეს არის ქართველი ხალხი. ვინც, მთელს მსოფლიოს ბევრჯერ დაუმტკიცა, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და არა რუსეთი. ასევე, მადლობა უნდა ვუთხრათ ევროპელ ხალხს, რომლებმაც ამ მძიმე დროში მარტო არ დაგვტოვეს რუსეთთან. დღეს, იმის დრო არ არის, რომ დამატებითი პოლარიზაცია დას დაპირისპირება არსებობდეს ერთმანეთთან. ახლა არის ერთიანობის დრო, რათა შესრულდეს ყველა დათქმა, რათა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე", - განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიისგან საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა დათქმიდან, ნაწილი, აგრძელებს 2022 წლის ივნისში გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია. ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.

ევროკომისია, ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს, ასევე უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი.

დღის ამბები