22 ივლისი 2024,   18:49
ვრცლად
აშშ-ში, ბებიასთან გაგზავნილი 6 წლის ბავშვი, ავიარეისების არევის გამო, დანიშნულების ადგილიდან 260 კილომეტრის მოშორებით გაამგზავრეს

ფილადელფიის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხრეთ-დასავლეთ ფლორიდის საერთაშორისო აეროპორტამდე - ეს ის მარშრუტია, რომლითაც 6 წლის ამერიკელი კასპერი ბებიასთან უნდა ჩასულიყო, თუმცა, ბავშვი, რომელიც მარტო მგზავრობდა, შეცდომით, სხვა რეისზე აღმოჩნდა. შედეგად, ის ორლანდოში, დანიშნულების ადგილიდან 260 კილომეტრის მოშორებით ჩაფრინდა.

როგორც BBC წერს, როდესაც ბებიამ აღმოაჩინა, რომ თვითმფრინავი დაეშვა, თუმცა, მასში თავისი შვილიშვილი არ იყო, პანიკაში ჩავარდა.

საბედნიეროდ, კასპერმა ორლანდოში ჩასვლისთანავე მოახერხა ბებიასთან დარეკვა და ქალი შვილიშვილთან თავად გაემგზავრა.

ავიაკომპანიაში, რომელმაც ბავშვი შეცდომით ამგზავრა სხვა რეისით, აცხადებენ, რომ შიდა მოკვლევა დაიწყეს. კომპანია მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.

დღის ამბები