19 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
CNN-მა ხარჩო მსოფლიოს საუკეთესო 20 წვნიანს შორის დაასახელა

CNN Travel-ის რეიტინგში, რომელიც ოცი სხვადასხვა ტიპის წვნიანს აერთიანებს, ქართული ტრადიციული კერძი - ხარჩოც მოხვდა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვნიანს თავისებურ გემოს ტყემლის სოუსი სძენს. ავტორი წერს, რომ სწორედ უმწიფარი ტყემლის სიმჟავე ამრავალფეროვნებს ცხიმიანი საქონლის ხორცითა და გატარებული ნიგვზით მომზადებული კერძის გემოს, თუმცა ხარჩოს არომატის განსაკუთრებულობას მაინც უცხო სუნელი ქმნის.

რეიტინგში ასევე მოხვდა: უკრაინული ბორშჩი, ესპანური გასპაჩო, ფრანგული ბუიაბესი, ჩინური ლანჯოუ, მუსლიმურ ქვეყნებში პოპულარული ჩორბა და სხვა.

დღის ამბები