16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ახლა ევროკავშირი, რეალურად, ჩვენი რეგიონია და ამასთან დაკავშირებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას - ფაშინიანი

"ახლა ევროკავშირი, რეალურად, ჩვენი რეგიონია და ამასთან დაკავშირებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას," - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში "სამთავრობო საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა და ერთ-ერთი მათგანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

"შეიცვალა ჩვენი რეგიონი, შეიცვალა მნიშვნელოვანი რეალობები. ერთ-ერთი ასეთი რეალობაა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, რასაც ობიექტური გავლენა აქვს რეგიონზე. ჩვენს ორ მეზობელს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ადრე ჩვენ ვამბობდით, სად ევროკავშირი და სად ჩვენი რეგიონი, ახლა ევროკავშირი, ფაქტობრივად, ჩვენი რეგიონია. ამ მხრივ, მე ვანიჭებ მნიშვნელობას საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას. სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ იქ, არსებითად, ყველა მიმართულებაა გაწერილი. ამით გამოხატულია ორი ქვეყნის მთავრობების ნება, წინ წავიდნენ მთელ ამ დღის წესრიგში," - განაცხადა ფაშინიანმა.

დღის ამბები