03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
მსახიობი გურამ ფირცხალავა გარდაიცვალა

74 წლის ასაკში მსახიობი გურამ ფირცხალავა დღეს 6 ნოემბერს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილი ქართველი მსახიობი გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ქალაქ ფოთში დაიბადა. მან 1966 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა, ამავე წელს მან გორის დრამატულ თეატრში დაიწყო მოღვაწეობა, შემდეგ კი თბილისში კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. 1972 წელს ცნობილი ქართველი მსახიობი კინოსტუდია “ქართული ფილმის“ მსახიობი იყო.

გურამ ფირცხალავა არაერთ ქართულ კინოფილმსა და სპექტაკლში, ასევე სერიალში მონაწილეობდა. 

მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს. 

დღის ამბები