26 ივნისი 2024,   22:58
ვრცლად
სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილ დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს. ჯაჭვლიანი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

სამოქალაქო პანაშვიდი, ორი დღის განმავლობაში, ქაშუეთის ტაძარში მიმდინარეობდა. მსახიობს პატივი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს, მათ შორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, “ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

დღის ამბები