16 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულებულია - ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულებულია. ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამა.
ილია დარჩიაშვილს ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან ჰქონდა.

საქართველოს პირველი დიპლომატის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში აქცენტი გაკეთდა საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კონფერენციის 2024 წლის ანგარიშს.

დარჩიაშვილის თქმით, წარმოდგენილი ანგარიში არ ასახავს რეალობას და ის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას ეყრდნობა.

"მქონდა შესაძლებლობა აღმასრულებელ დირექტორთან მესაუბრა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით. ეს შეფასება, რომელიც კონკრეტულ ანგარიშშია მოცემული და რომელიც ეყრდნობა ექსპერტულ შეხედულებას, არ ასახავს რეალობას და იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული. მისი პოზიციონირება და დამოკიდებულებაა, რომ საქართველოს აუცილებლად მიეცემა შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა

დღის ამბები