20 აგვისტო 2026,   12:50
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 4 უცხოელიდან 2 პირი, რუსეთ-უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმარია - სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე. ჩინეთის და გერმანიის, ასევე რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით აიყვანეს.

დაკავებული 2 პირი, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმარია, ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ. 

ზუგდიდის სასამართლომ ორივე მათგანი წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში დატოვა. 

"კურიერის" ინფორმაციით, 52 წლის ქალი და 53 წლის მამაკაცი, სპეცოპერაციით, ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე დააკავეს. ჩინეთის მოქალაქე ბათუმში, ხოლო მეოთხე პირი კი, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ისინი ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. სამართალდამველებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები