11 მაისი 2024,   23:03
ვრცლად
უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულია 2 და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 2 პირის მიმართ

უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულია 2 და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ 2 პირის მიმართ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა, თითქოსდა აზერბაიჯანში გაცემული ყალბი მინდობილობა წარადგინეს თბილისის იუსტიციის სახლში, რომლის საფუძველზეც შეეცადნენ ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთის გასხვისებას. გამოძიება გრძელდება და ბრალდებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ", - აღნიშნულია უწყებისვე გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები