"ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები “ - დაუნის სინდრომის ასოციაცია ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს.
რიგით მე-13 კონფერენციაზე განიხილეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჯანმრთელობასთან, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები.
ახალგაზრდებმა თავად ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი, სამედიცინო საზოგადოება და სახალხო დამცველი.