თბილისის ქუჩებში ზეიმია - მოქალაქეები საქართველოს გამარჯვებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას აღნიშნავენ.
საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა.
ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.