28 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
უნგრეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით - 8,25%-მდე შეამცირა


უნგრეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით 8,25%-მდე შეამცირა, - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, რეფინანსირების განაკვეთის ტემპი უნგრეთში მას შემდეგ შენელდა, რაც ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ამ ფონზე ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის მონეტარული პოლიტიკის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

უნგრეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ ბარნაბას ვირაგმა განაცხადა, რომ უნგრეთში მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა შენარჩუნდება, ხოლო ფინანსური ბაზრების სტაბილურობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ინფლაცია ბანკის მიერ დადგენილ სამიზნე მაჩვენებელზე 3%-ზე დაფიქსირდეს.

"ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება 2025 წელს, - განაცხადა ვირაგმა და აღნიშნა, რომ მონეტარული კომიტეტის განაკვეთის 6,5-7%-მდე დაწევის რეალისტურია სცენარის განხორციელება ივნისში გახდება შესაძლებელი.
თუმცა, გლობალური გამოწვევებისა და რისკების ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა წლის მეორე ნახევარში უნდა გაატაროს „უფრო ფრთხილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა,"-განაცხადა უნგრეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა

დღის ამბები