03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
„ინტერპრესნიუსი“ „მედიის განვითარების ფონდს“ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ „მედიის განვითარების ფონდის“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. სააგენტო მოუწოდებს ფონდს, რომ კვლევაში, "სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედია - არათანაბარი კონკურენცია საინფორმაციო სააგენტოებს შორის" , ფორმულირება "საინფორმაციო სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება" შეცვალოს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ „ინტერპრესნიუსი“ არის შპს, რომელიც არ ფინანსდება არც ერთი ორგანიზაციის მიერ და სააგენტო უწევს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას როგორც საჯარო, ისე კომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საერთო რიცხვი ასზე მეტია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები